რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის შვიდი არასრულწლოვანია

14:09, 26.09.2022

რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 21 ადამიანი.  რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის შვიდი, დაშავებულთა შორის კი 14 არასრულწლოვანია.

შეიარაღებულმა მამაკაცმა იჟევსკის 88-ე სკოლაში ცეცხლი დღეს დილით გახსნა, მოგვიანებით კი თავი მოიკლა.

დაზარალებულთა დასახმარებლად, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 14 ჯგუფი.

მსგავსი