რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სარაკეტო დარტყმები დარნიცკის და დნეპროვსკის რაიონებში განხორციელდა. დაიბომბა საქალაქო ინფრასტრუქტურა.
როგორც კლიჩკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა, ერთი დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურები.