რუსეთის დუმაში „საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის“ აღიარების საკითხი განიხლება
რუსეთის დუმაში „საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის“ აღიარების საკითხი განიხლება.
როგორც რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ივან მელნიკოვმა განაცხადა, სახელმწიფო დუმაში საკითხის შესასწავლად სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა.
„სამუშაო ჯგუფი განიხილავს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიმართვას, რომლის წევრებიც 1920 წელს, ქართველების მიერ სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის აღიარებას მოითხოვს“, – განაცხადა მელნიკოვმა.
მანამდე, აგვისტოს დასაწყისში სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩისლავ ვოლდონმა განაცხადა, „დუმა უახლოეს სხდომაზე აპირებს სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის აღიარების შესახებ მიმართვის განხილვას“.
სამუშაო ჯგუფში შედის დუმის დეპუტატების ჯგუფი, ხოლო მისი ხელმძღვანელია ვიქტორ ვოდოლაცკი.
მელნიკოვმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ „მისთვის უცნობია, რამდენ ხანს გააგრძელებს ჯგუფი მუშაობას, რადგან ეს ძალიან რთული საკითხია“.
შეგახსენებთ, მანამდე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 1919 და 1920 წელს ქართველი ჯარისკაცები ოსებს სასტიკად მოექცნენ, რასაც პუტინის თქმით, „გენოციდს უწოდებენ“.