რუსეთის ატომური სააგენტოს ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუსეთის ატომური სააგენტოს ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის ატომური ენერგიის სააგენტოს ოთხ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რუსეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის 2 777 შემთხვევა ფიქსირდება, დაღუპულია 25 ადამიანი.