რუსეთიდან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ პენტაგონი სამხედრო-საზღვაო ძალების მეორე ფლოტს აღადგენს
რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხისა და მუქარისშემცველი რიტორიკის საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატები ატლანტის ოკეანეში მდებარე სამხედრო საზღვაო ძალების მეორე ფლოტს აღადგენს.
განცხადება ფლოტის აღდგენის შესახებ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალმა, ჯონ რიჩარდსონმა გაავრცელა.
მისი თქმით, ორ დიდ სახელმწიფოს შორის შეჯიბრის ხანა დაბრუნდა.
„ჩვენი სახელმწიფო თავდაცვის სტრატეგია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ დიდ სახელმწიფოებს შორის შეჯიბრის ხანაში დავბრუნდით, რომელიც გამოწვევებით და ახალი საფრთხეებითაა სავსე“, – განაცხადა რიჩარდსონმა.
ატლანტის ოკეანეში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მეორე ფლოტი რესტრუქტურიზაციის მიზნით 2011 წელს გაუქმდა.