რუსეთი და ირანი ინდოეთის ოკეანეში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს 16 თებერვალს დაიწყებენ
რუსეთი და ირანი ინდოეთის ოკეანეში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს 16 თებერვალს დაიწყებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ირანის და რუსეთის სწავლება „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“ დაიწყება ხვალ, ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში“, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
2019 წლის დეკემბრის ბოლოს ინდოეთის ოკეანესა და ომანის ყურეში ჩატარდა ირანის, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები. მანევრები ოთხ დღეს გაგრძელდა.