ბალტიის ზღვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო
ბალტიის ზღვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო

ბალტიის ზღვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო, – ამის შესახებ ERR იუწყება.

მედიის ცნობით, წვრთნები დაიწყო ლატვიისა და ესტონეთის სანაპიროებთან.

საზღვაო მანევრების ამოცანაა რუსეთის სავარაუდო თავდასხმაზე ნატო-ს ძალების საპასუხო რეაქციის დამუშავება. საზღვაო მანევრებში დაახლოებით 30 ხომალდი და 3 000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის შვედეთი, კანადა, აშშ, ბელგია და საფრანგეთი.

გერმანელმა ვიცე-ადმირალმა, იან კრისტიან კააკმა აღნიშნა, რომ მტრის შეკავება მოითხოვს როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი შესაძლებლობების არსებობას.

„ჩვენ რუსეთს სიფხიზლის მკაფიო სიგნალს ვუგზავნით“, – განაცხადა კააკმა.

ამასთან, ვიცე-ადმირალმა აღნიშნა, რომ ეს არის ამ მასშტაბის პირველი წვრთნა, რომელსაც ხელმძღვანელობს ბალტიის ზღვაში უმსხვილესი საზღვაო ფორმირება.