რუმინეთში აცხადებენ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში საჯარო მოხელეთა დაახლოებით მესამედის საქმეს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს
რუმინეთში აცხადებენ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში საჯარო მოხელეთა დაახლოებით მესამედის საქმეს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს

რუმინეთის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში საჯარო მოხელეთა დაახლოებით მესამედის საქმეს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს.

ამის შესახებ ციფრული კავშირების მინისტრმა, ბოგდან ივანმა სახელმწიფო მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.

„მომავალი სამი წლის განმავლობაში საჯარო მოხელეთა დაახლოებით 30%-ს პენსიაზე მოუწევს გასვლა. მათი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ახალი ტექნოლოგიებით შეიცვლება სახელმწიფოს ციფრული ტრანსფორმაციის გზით“, – აღნიშნა ივანმა.

მისი თქმით, რუმინეთი ამ გამოწვევისთვის მზად არის.

მიმდინარე კვირაში ევროპარლამენტმა მიიღო პირველი კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ფუნდამენტურ უფლებებს.