რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძრისას შვიდი კოვიდინფიცირებული პაციენტი დაიღუპა
რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძრის შედეგად შვიდი კოვიდინფიცირებული პაციენტი დაიღუპა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
როგორც რუმინეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ნიამცის ოლქის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩნდა და ინტენსიური თერაპიის პალატებს მოედო, სადაც 16 პაციენტი მკურნალობდა. ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.