რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ 18-მა პაციენტმა დაამარცხა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ 18-მა პაციენტმა დაამარცხა.
ამ დროისთვის, კლინიკაში 120 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 113 კოვიდინფიცირებულია. ინფიცირებულთა შორის ცხრა არასრულწლოვანია.
ასევე, შვიდი პაციენტი ცხელებითა და სხვა რესპირატორული სიმპტომებით არიან შეყვანილი კლინიკაში. მათ უკვე ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.