რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ 18-მა პაციენტმა დაამარცხა

23:42, 19.10.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ 18-მა პაციენტმა დაამარცხა.

ამ დროისთვის, კლინიკაში 120 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 113 კოვიდინფიცირებულია. ინფიცირებულთა შორის ცხრა არასრულწლოვანია.

ასევე, შვიდი პაციენტი ცხელებითა და სხვა რესპირატორული სიმპტომებით არიან შეყვანილი კლინიკაში. მათ უკვე ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი