რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა
რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.

სოფელ რუისთან მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. 14 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.