რუისთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
რუისთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ტრანსპორტის გაჩერებაზე მდგომ ორ ქალს შეეჯახა, საიდანაც ერთი ადგილზე გარდაიცვალა. მეორე კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.