რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გომის მთიდან ახალგაზრდების გამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გომის მთიდან ახალგაზრდების გამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება

ოზურგეთის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გომის მთიდან ახალგაზრდების გამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება.

თეიმურაზ ჩავლეიშვილის თქმით, გომის მთაზე სანადიროდ ოთხი ახალგაზრდა ავიდა, მათგან ერთი კი გარდაიცვალა.

„,ოთხნი არიან და მათ შორის ერთ-ერთი გარდაცვლილია. სავარაუდოდ, სანადიროდ ყოფილან, გაჩერდნენ დასასვენებლად და გაყინულან. ორი ცუდად არისო. ვინც დარეკა ის სავარაუდოდ, ყველაზე კარგადაა. მძიმე ტექნიკა გზას ათავისუფლებს, მაშველებიც გასულები არიან. შემთხვევა ალბათ, ცუდმა ამინდმა და ქარბუქმა გამოიწვია. ეს ბიჭები სოფელ ბოხვაურიდან არიან. ცხოვრობენ ჭალა ბოხვაურის საზღვართან“, – განაცხადა ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა, თეიმურაზ ჩავლეიშვილმა.

რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამინდის გამო ვერ ხერხდება სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა.

„ქარბუქისა და გართულებული ხილვადობის გამო, სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა ვერ ხერხდება. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ფიზიკური ძალა, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ახალგაზრდების გამოყვანა”, – ნათქვამია გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.