როუზ გოტმიოლერი - მოხარული ვარ, როცა ვხედავ ასეთ ენთუზიაზმს, დიდი პატივია აქ ყოფნა, ჩვენ სანაპირო დაცვის პროგრესს გავეცანით
როუზ გოტმიოლერი - მოხარული ვარ, როცა ვხედავ ასეთ ენთუზიაზმს, დიდი პატივია აქ ყოფნა, ჩვენ სანაპირო დაცვის პროგრესს გავეცანით

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ბათუმში სამხედრო ხომალდების დათვალიერების შემდეგ, სანაპირო დაცვის ხომალდები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„მოხარული ვარ, როცა ვხედავ ასეთ ენთუზიაზმს, დიდი პატივია აქ ყოფნა, ჩვენ სანაპირო დაცვის პროგრესს გავეცანით დღეს ჩვენ, ვეწვიეთ გემებს, შევხვდით ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე სააბორდაჟო გუნდს, რომელმაც ტრენინგი გაიარა ნატო-სთან. ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს ემსახურება უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფას რეგიონში და ძალზედ მოხარული ვარ ბათუმში ყოფნით, სასიამოვნო ამინდით, რომელიც აქ დამხვდა, ბრიუსელში წვიმიანი დღეების შემდეგ“, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან.