ვახტანგ გომელაური - შსს პასუხისმგებელია შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ჩვენი გემები მაქსიმალურად არიან ჩართული, რათა გავაძლიეროთ ქვეყნის უსაფრთხოება
ვახტანგ გომელაური - შსს პასუხისმგებელია შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ჩვენი გემები მაქსიმალურად არიან ჩართული, რათა გავაძლიეროთ ქვეყნის უსაფრთხოება

შსს პასუხისმგებელია შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ჩვენი გემები მაქსიმალურად არიან ჩართული, რათა გავაძლიეროთ ქვეყნის უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში განაცხადა, სადაც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან​, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სანაპირო დაცვის ხომალდები დაათვალიერა.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მკაფიო სიგნალი, მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მოხარული ვარ, რომ შევხვდი და გავეცანი გენერალური მდივნის მოადგილეს, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, ელჩებს. დავათვალიერეთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადმოცემული ორი ხომალდი, ჰაილენდის კლასის, რომელიც გადმოეცა შსს-ს სანაპირო დაცვას. აქვე მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ საქართველო ნატო-ს საიმედო პარტნიორია, ჩვენ ჩართულები ვართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. შსს პასუხისმგებელია შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ჩვენი გემები მაქსიმალურად არიან ჩართული, რათა გავაძლიეროთ ქვეყნის უსაფრთხოება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა საქართველოსთვის ნატო-ს ან რომელიღაც წევრის მხრიდან საქართველოსთვის დამატებით ხომალდების გადმოცემა, გომელაურმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ, თუმცა ჯერ დაზუსტებით ვერაფერს იტყვის.

დატოვე კომენტარი