როტერდამის პორტში 220 ტონა ნავთობი ჩაიღვარა
როტერდამის პორტში 220 ტონა ნავთობი ჩაიღვარა

ნიდერლანდებში, როტერდამის პორტში ნავთობი ჩაიღვარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ნავთობმზიდი ნავმისადგომს შეეჯახა, რის შედეგადაც ზღვაში 220 ტონა ნავთობი ჩაიღვარა.

ნავთობით დაბინძურებულია ასობით ფრინველი, მათ გადარჩენას მაშველები ცდილობენ. ფრინველების ნაწილი ნავთობისგან გასაწმენდად ცხოველთა თავშესაფრებშია გადაყვანილი.

პორტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს არის ნავთობის ყველაზე მასშტაბური ჩაღვრა.

როტერდამი ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი პორტია.