მედიის ცნობით, ბერძენმა მინისტრმა ათენის პორტში ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ გაკეთებული კომენტარის გამო, თანამდებობა დატოვა
მედიის ცნობით, ბერძენმა მინისტრმა ათენის პორტში ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ გაკეთებული კომენტარის გამო, თანამდებობა დატოვა

საბერძნეთში გადაზიდვისა და კუნძულოვანი პოლიტიკის მინისტრმა, მილტიადის ვარვიციოტისმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ათენის პორტში ბორანის მგზავრის დაღუპვასთან დაკავშირებულ მის კომენტარს კრიტიკა მოჰყვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გასულ კვირას ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც 36 წლის მამაკაცი ცდილობს გამგზავრებამდე ბორანზე ასვლას, ეკიპაჟის წევრები მას არ უშვებენ და ზღვაში აგდებენ. მოგვიანებით, წყალში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. კაპიტანსა და ეკიპაჟის სამ წევრს სისხლის სამართლის ბრალდება ემუქრებათ.

მილტიადის ვარვიციოტისმა სატელევიზიო გადაცემისას აღნიშნა, რომ „იმ ოჯახებს, ვინც ზღვაზე ყოველდღიური შემოსავლისთვის წავიდნენ და ახლა მკვლელობაში არიან ბრალდებულები, ასევე გლოვობენ“.

აღნიშნული კომენტარი კრიტიკის საგანი გახდა. კრიტიკის შემდეგ, ვარვიციოტისმა განაცხადა, რომ გადადგომა გადაწყვიტა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები არასწორად აღიქვეს.