როსტოვის ოლქში, ნავთობბაზაზე ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა
როსტოვის ოლქში, ნავთობბაზაზე ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
პროლეტარსკში მდებარე სანავთობო ბაზაზე ხანძრის ჩაქრობას უკვე მეოთხე დღეა, ცდილობენ. ცეცხლი ნავთობობიექტზე 18 აგვისტოს დრონით იერიშის შედეგად გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ყველა დაშავებული სახანძრო სამსახურის თანამშრომელია. მათგან 15 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
სულ რამდენი რეზერვუარი იწვის როსტოვში მდებარე ბაზაზე, ოფიციალურად ცნობილი არ არის. 19 აგვისტოს ვრცელდებოდა ცნობა, რომ ცეცხლი 11 რეზერვუარს უკიდია. სულ ნავთობბაზაზე, სავარაუდოდ, 70-მდე რეზერვუარია განთავსებული.