როსავიაციამ პეტერბურგი-ბათუმისა და მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებებზე ფრენების ნებართვა გასცა
სანქტ-პეტერბურგი-ბათუმისა და მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებებზე ყოველდღიური ფრენების დაწყება იგეგმება.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, როსავიაციის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ფრენების განხორციელებაზე ნებართვები ავიაკომპანია „სიბირმა“ (S7) და მისმა შვილობილმა „გლობუსმა“ მიიღეს.
ამასთან, სანქტ-პეტერბურგი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყება ავიაკომპანია „პობედას“ სურდა, მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით კი ავიაკომპანიებს – „პობედა“ და „ნორდვინდ ეარლაინს“ (Nordwind Airlines). ამ ავიაკომპანიებმა ფრენებზე ნებართვა ვერ მიიღეს.