მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ჩააგდებს მსოფლიოს ჩემპიონატს რუსეთში, – ამგვარი ვარაუდი გამომდინარეობს პლანეტის პირველობაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გამოსვლის ისტორიული სტატისტიკიდან გამომდინარე.
მსოფლიოს ბოლო ოთხ ჩემპიონატს თუ ავიღებთ, ფეხბურთელი, რომელიც პირველობის ჩატარების წელს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი ხდებოდა და “ოქროს ბურთს” იღებდა, აუცილებლად ცუდად თამაშობდა ჩემპიონატზე.
ლუიშ ფიგუ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე პორტუგალიის მთავარი ვარსკვლავის რანგში გაემგზავრა, მაგრამ სამი მატჩში ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა.
2006 წელს, პლანეტის პირველობაზე რონალდინიომ ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთხელაც ვერ შეძლო მეტოქის კარის აღება.
ოთხი წლის შემდეგ, იგივე ბედი ეწია ლიონელ მესის, რომელმაც ვერც ერთხელ ვერ გაიტანა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე.
2014 წელს, ბრაზილიაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის რანგში კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდა. მართალია, მან სამ მატჩში ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ პორტუგალია ჯგუფში ჩარჩა.