მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ 2017 წლის ევროპის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ეს ინფორმაცია “რეალის” ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. 32 წლის ფეხბურთელისთვის ეს ზედიზედ მეორე ჯილდოა.
რონალდუმ პირველი ადგილი დაიკავა 26 საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს გამოკითხვაში. პორტუგალიელის მთავარი კონკურენტები იყვნენ: ფორმულა 1-ის პილოტი ლუის ჰემილტონი, ჩოგბურთელები როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი.
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი 1958 წელს პოლონურმა საინფორმაციო სააგენტო PAP-მა დააწესა.