ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ლეგენდარული რონალდო მოლაპარაკებებს აწარმოებს ესპანური კლუბის “ვალიადოლიდის” შეძენაზე, – წერს ბრაზილიური გაზეთი Globoesporte.
გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიელი “ვალიადოლიდის” ამჟამინდელ მეპატრონეებთან განიხილავს კლუბის შესაძლო შეძენის პირობებს. ადრე რონალდომ სცადა “ტენერიფესა” და “ხეტაფეს” შეძენა, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღო.
“ვალიადოლიდი” 2014 წელს გავარდა პრიმერადან და მას შემდეგ სეგუნდა დივიზიონში თამაშობს.
ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, გუნდი მეექვსე ადგილზეა ცხრილში, რაც პრიმერაში გადასასვლელი პლეი ოფის თამაშის საშუალებას მისცემს.