კრიშტიანო რონალდოს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT

საუდის არაბეთის ლიგის გუნდის, „ალ ნასრის“ პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანო რონალდო ქვეყნის სუპერთასის ნახევარფინალში „ალ ჰილალის“ წინააღმდეგ მოედნიდან გააძევეს.

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა 86-ე წუთზე ორთაბრძოლისას მეტოქეს იდაყვი მოარტყა და მას მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც მან აგრესია მსაჯისკენ მიმართა.

გამოცემა Al Riyadiya-ის ინფორმაციით, 39 წლის ფეხბურთელი საუდის არაბეთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტისგან ორმატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს.

„ალ ნასრმა“ „ალ ჰილალთან“ 1:2 წააგო და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა. საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში „ალ ჰილალის“ მეტოქე „ალ იტიჰადი“ იქნება.