რომში მოულოდნელად მოსული სეტყვის გამო, ქუჩები თოვლით დაიფარა. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და 8 გრადუსი შეადგინა.
იტალიური სააგენტო ANSA-ს ცნობით, იტალიის დედაქალაქში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა გზები და რამდენიმე მეტროსადგური, რომელიც გარკვეული დროით დაიკეტა.
ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა ფლორენციასა და პიზაშიც. შტორმი სიცილიასაც დაატყდა თავს, რომლის პროვინცია კატანია ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე მეორედ დაიტბორა.