რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცა. მან ლოცვა რომში, წმინდა სოფიას სახელობის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მრევლთან ერთად აღავლინა.
„დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ, მოხვედით და ასე დამხვდით. მადლობა იმ სიხარულისთვის, რაც მომანიჭეთ. მოვედი, რათა მოგინახულოთ და თქვენთან ერთად ვილოცო. მოგიწოდებთ, აღვავლინოთ ლოცვა იმისთვის, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს. მესმის, რომ თქვენი გულები ახლა მხოლოდ თქვენი ქვეყნის სიყვარულით კიარა, მის უსაფრთხოებაზე წუხილითაც ცემს, რადგან იქ ომი და ყოველდღიური გამოწვევებია ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. მე აქ ვარ, რათა გითხრათ – მე თქვენი გულების მესმის, მე ამ ლოცვით და ამ მესით ვთხოვ უფალს, რომ იარაღის ხმა აღარ ისმოდეს“, – მიმართა პონტიფიკოსმა შეკრებილ უკრაინელ მორწმუნეებს.