რომის პაპმა მორწმუნეებს მიმართა - როგორც ქრისტიანებმა, შობის დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა
რომის პაპმა ფრანცისკემ ომში დაშავებული ადამიანებისთვის ილოცა და რეკომენდაცია გასცა, რომ მორწმუნეებმა შობის ღამე წელს მოკრძალებულად აღნიშნონ.
„ჩვენ ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, უკრაინაზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც განიცდის უბედურებას, შიმშილს. ყველას გილოცავთ ბედნიერ კვირასა და შობის ღამეს ლოცვითა და სითბოთი. ნება მომეცით, მოგცეთ ერთი რეკომენდაცია, როგორც ქრისტიანებმა, ეს დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად, ხარჯის გარეშე და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა“, – აღნიშნა რომის პაპმა.
გვიან საღამოს რომის პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შობის დღესასწაულთან დაკაშირებით საშობაო მსახურებას აღავლენს.