რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა ხუთშაბათის ფეხთბანვის რიტუალი ციხეში შეასრულა. წესისამებრ, მან 12 პატიმარს ფეხები დაბანა.
პატიმრებს შორის იყვნენ ისლამის ორი და ბუდიზმის ერთი მიმდევარი. პაპმა ფრანცისკემ ასევე ისაუბრა სიკვდილით დასჯის პრაქტიკაზე და თქვა, რომ ეს წესი ყველა ქვეყანაში უნდა გაუქმდეს, რადგან ის არც ქრისტიანულ და არც ჰუმანურ პრინციპებს არ შეესაბამება.
რიტუალი რომში, რეგინა კოელის ციხეში შესრულდა.