რომის პაპი მიანმარში ძალადობის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს
რომის პაპი მიანმარში ძალადობის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს

რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა მიანმარის პრეზიდენტ აუნგ სან სუ ჩისთან შეხვედრის დროს ქვეყანაში ძალადობის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. ფრანცისკე პირველის თქმით, ქვეყანა ხანგრძლივი სამოქალაქო კონფლიქტით დაზარალდა და უთანხმოება წარმოიშვა. აღსანიშნავია, რომ რომის პაპს სიტყვით გამოსვლაში მუსლიმი „როჰინგები“ არ უხსენებია. პონტიფიკოსმა თქვა, რომ რელიგიური განსხვავება ერთობის, მიტევების, ტოლერანტობისა და სახელმწიფოს ბრძნული შენების ძალა უნდა გახდეს და არა დაყოფისა და უნდობლობის. თავის მხრივ, მიანმარის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რახინის შტატში საზოგადოებებს შორის ნდობა და ურთიერთგაგება უკიდურესად შემცირდა. მიანმარის რახინის შტატში სამხედროების მიერ ეთნიკური ჯგუფის „როჰინგების“ დევნის გამო, 600 ათასზე მეტმა ადამიანმა თავი მეზობელ ბანგლადეშს შეაფარა.