რომის პაპი - გული გაუღეთ სუსტებს, ღარიბებს, უმუშევრებს, მიგრანტებს და მათ, ვინც პურს და თავშესაფარს ეძებს
რომის პაპმა ტრადიციული სააღდგომო გამოსვლისას უკრაინა, ლიბია და სირია ახსენა. მან ასევე მკაცრად დაგმო აღდგომის დღესასწაულზე შრი-ლანკაზე მოწყობილი აფეთქებების სერიაც.
„ქრისტე სიცოცხლეს ჩვენში განაგრძობს და ეს არის მისი აღდგომის გამოხატულება და სინათლე, რომელიც არასდროს გვტოვებს განსაცდელში. ეს უნდა იყოს იმედი სირიელი ხალხისთვის, რომელიც კონფლიქტში იხრჩობა. აღდგომას ჩვენი მზერა მიმართულია ახლო აღმოსავლეთისკენ, სადაც დაპირისპირება და უთანხმოება რჩება. განსაკუთრებულად ვლოცულობთ იემენელი ხალხისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებიც ომითა და შიმშილით იტანჯებიან. შეწყდეს სისხლისღვრა ლიბიაში, სადაც ბოლო რამდენიმე დღეში ისე იღუპება ხალხი“ – განაცხადა პონტიფიკოსმა.
რომის პაპმა კათოლიკე მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მოუწოდა, „გული გაუღონ სუსტებს, ღარიბებს, უმუშევრებს, მიგრანტებს და მათ, ვინც პურს და თავშესაფარს ეძებს“.