რომის პაპი ფრანცისკე რესპირატორული ინფექციის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს
რომის პაპი ფრანცისკე რესპირატორული ინფექციით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ვატიკანის განცხადებით, 86 წლის პონტიფიკოსი რამდენიმე დღეს კლინიკაში დარჩება. მას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნება. თუმცა, კორონავირუსის ტესტზე პასუხი უარყოფითია.
კათოლიკური ეკლესია მომდევნო კვირას აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.