რომის პაპი ფრანცისკე კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის პაპს, თეოდორიუს მეორეს შეხვდა
ორი პაპი ვატიკანის წმიდა პეტრეს მოედანზე – რომის პაპი ფრანცისკე კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის პაპს, თეოდორიუს II-ს შეხვდა. თეოდორიუს II-ე ვატიკანში რომის პაპსა და კოპტ პაპს შორის პირველი შეხვედრის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩავიდა, რომელიც 1973 წელს შედგა მათ წინამორბედებს, შენუდა III-სა და პავლე VI-ს შორის.
მისასალმებელ სიტყვაში რომის პაპმა გაიხსენა 20 ეგვიპტელი კოპტი, რომლებიც 2015 წელს ე.წ. ისლამურმა სახელმწიფოს მებრძოლებმა გაიტაცეს და ლიბიის სანაპიროზე თავი მოკვეთეს.
„კოპტური ეკლესიის მოწამეები ჩვენი მოწამეებიც არიან“, – განაცხადა კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა.
კოპტები ეგვიპტის ძირითადად მუსლიმური მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ. კოპტი მართლმადიდებელი ქრისტიანები სათავეს წმინდა მოციქულ მარკოზიდან იღებენ. დასავლური მედიის ინფორმაციით, 11 მაისს თეოდორიუს II პირისპირ შეხვედრას გამართავს ფრანცისკესთან და ეწვევა ვატიკანის განყოფილებას, რომელიც ხელს უწყობს ქრისტიანულ ერთობას.