რომის მერია ტრევის შადრევანთან ტურისტების რაოდენობის შეზღუდვასა და ტურისტული გადასახადის დაწესებას გეგმავს
იტალიის დედაქალაქის, რომის მერია ცნობილ ტურისტულ ღირსშესანიშნაობასთან, ტრევის შადრევანთან ტურისტების რაოდენობის შეზღუდვასა და ტურისტული გადასახადის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
რომი 2025 წლის იუბილესთვის ემზადება – კათოლიკური ღონისძიებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და რომლის ფარგლებშიც იტალიაში 32 მილიონამდე მომლოცველს და ტურისტს ელოდებიან.
იუბილეს პერიოდში კი ტურისტებს მოუწევთ, შადრევენთან ვიზიტისთვის წინასწარ გაიარონ რეგისტრაცია და ადგილი დაჯავშნონ, მათ იქ ყოფნისთვის დროის გარკვეული მონაკვეთი ექნებათ.