რომის ცენტრში მდებარე ორი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
რომის ცენტრში მდებარე ორი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

რომის ცენტრში მდებარე ორი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი სატელეფონი ზარი იყო, რომლის ავტორიც აღნიშნულ ცენტრებში ბომბის არსებობის შესახებ იტყობინებოდა.

უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეები ამავე ქსელის კუთვნილი კიდევ ერთი ობიექტიდანაც გაიყვანეს.

ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა ასაფთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.