რომან კაკულია - ვისაც შუბლზე ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი, პროტესტის ასეთი ფორმა ალბათ დისკომფორტს უქმნის
ასეთი ტიპის პროტესტზე ყოველთვის სახლში თუ უნდა წავიდეთ, მაშინ რატომ უნდა ვატაროთ არჩევნები საერთოდ, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საპროტესტო აქციების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა.
„პროტესტის ასეთი ფორმა დისკომფორტს ქმნის. ვისაც შუბლზე ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი, ალბათ, ყველას უქმნის დისკომფორტს, მაგრამ აქ საზოგადოების მეორე მხარეა, რომელთანაც პასუხი უნდა გქონდეს. არ ვიცი, ვის რა მოტივაცია აქვს, მაგრამ ერთი წამი არ მინდა პარლამენტში ყოფნა, თუ ვხვდები, რომ ზოგადად პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი დგება. ასეთი ტიპის პროტესტზე ყოველთვის სახლში თუ უნდა წავიდეთ, მაშინ რატომ უნდა ვატაროთ არჩევნები საერთოდ. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, რაოდენ მიუღებელი ხალხიც არ უნდა იდგეს ჩვენთვის. დაპირისპირება მხოლოდ დიალოგით უნდა დასრულდეს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.