როლანდ ახალაია - ბოკერიასა და ბაქრაძეს ლომის წვლილი მიუძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში
ყოფილი დეპუტატი როლანდ ახალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძეს მისი ოჯახის საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს.
„ვცდილობ, „ფეისბუქზე“ პოსტები ნაკლებად დავდო, რადგან დღევანდელ მოცემულობაში არაფრის მომტანად არ მიმაჩნია იგი.
რამდენიმე დღეა, ვწერ და ისევ ვშლი პოსტებს, გამოუქვეყნებლად. მაინც გადავწყვიდე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ბოკერია-ბაქრაძის ინიციატივაზე. არც ერთი არ მყავს მეგობრებში, მაგრამ ვიცი, „ჩიტები“ მიუტანენ ამბავს. ნაძირლობა ცუდია, მაგრამ ის უფრო უარესია, როცა ფსკერს ქვემოთაა. წლებია, ხმა არ ამოგიღიათ თქვენ თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის პირდებით პოლიტიკურ ამნისტიას, ალბათ თქვენ თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლებ წვლილი მიგიძღვით მათი პოლიტიკურ დევნაში. თქვენი წინასწარი განზრახულობაც ხომ ეგ იყო, რამოდენიმე პირისთვის შეგეხოცათ ხელი და გათეთრებულები დარჩენილიყავით. მიუხედავად იმისა, ივანიშვილთან გარიგებულები ხართ, მაინც წარმოუდგენლად მიმაჩნია, თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და თქვენი გადასაწყვეტი იყოს, ვინ იქნება უფრო მაღლა, თქვენ თუ კანონი. ნუ გვაღიზიანებთ გამწარებულ ოჯახებს, თორემ ეს უსამართლობით გამოწვეული ისედაც პიკზე მყოფი „აგრესია“ თქვენკენ მობრუნდდება და მაინც არ გისურვებთ მის განცდას, მიუხედავად იმისა, ლომის წვლილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში. ეს არაა ლიტონი სიტყვები და ის აღსრულებადია. ამაში დარწმუნდებით, როცა შესაფერისი დრო დადგება. საჯაროდ არაფერი გვითქვამს. ეს არ ნიშნავს იმას, არ ვიცოდეთ, რა ხდებოდა ჩვენს თავს და ვის რა წვლილი მიუძღვით. არაფერი არ იმალება ხოლმე მით უმეტეს, ჩვენნაირ ერში.
და ბოლოს, ძაან რომ არ გამიგრძელდეს. დღემდის არაფერი მითქვამს და აზრიც არა აქვს, მაგრამ მაინც ვიტყვი. გუნავა, შე არარაობავ, რა გადაგიხადეს ამდენი, რომ ყველაფერი გაყიდე, რისი გაყიდვაცაა შესაძლებელი. რას ეტყვი შენს შვილებს, როცა წამოიზრდებიან. არ მგონია, ყველა ბუნებით შენ დაგემსგავსოს და ნამუს-უნამოსობა არ გაარჩიონ. როგორ, როგორ, თანაცხოვრობ შენი სიყრმის მეგობრების მტრებთან და რა ნამუსით შეგაქვს მათგან ნაბოძები და ღალატის სუნით გაჟღენთილი „სიკეთე“ ოჯახში.
ბოდიშს გიხდით, ფეისბუქმეგობრებო. უბრალოდ, პატარა ამონახეთქია იმ უსამართლობისა და ღალიტისაგან დაგროვილი მუხტისა, რასაც შვიდი წელია, თან ვატარებ. შეიძლება, ზოგს მოეწონოს, ზოგს არა, მაგრამ ვერ იტევს გული ამდენ პირადი კეთილდღეობისთვის მებრძოლი არაკაცების მოღალატურ ქმედებებს. მწამს, აუცილებლად დადგება ჟამი მოკითხვისა, თუ განკითხვისა. თუ ბედმა მარგუნა, მოვესწრები. თუ არადა, ცხოვრება გრძელდება და მომკითხავი მუდამ იქნება“, – წერს როლანდ ახალაია „ფეისბუქში“.