„როიტერის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ კომპანია „ასტრაზენეკაზე“ კიბერთავდასხმა განახორციელეს
ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ კომპანია „ასტრაზენეკაზე“ კიბერთავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჰაკერები „ასტრაზენეკას“ თანამშრომლებს „ლინკდინის“ , ასევე ვოთსაფის მეშვეობით დაუკავშირდნენ და მათ პირად კომპიუტერებში შეღწევა მოახერხეს.
გაერო-ში ჩრდილოეთ კორეის მისიას ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც „როიტერის“ ანონიმურმა წყარომ განაცხადა, ჰაკერების მიერ გამოყენებული მეთოდი, როგორც წესი, ჩრდილოეთ კორეასთან ასოცირდება.