„როიტერი“ - თეთრ სახლში აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს რუსეთში თავდასხმებს და აშშ აგროვებს ინფორმაციას ამ ცნობების შესახებ
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს რუსეთში თავდასხმებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მედიის ცნობით, თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ აშშ აგროვებს ინფორმაციას მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შესახებ.
როგორც მედია წერს, ვაშინგტონში ხაზგასმით განაცხადეს, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთში თავდასხმებს და ორიენტირებულია უკრაინის დახმარებაზე თავისი ტერიტორიის დაბრუნებაში.
„ჩვენ ვნახეთ ახალი ამბები და ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მოხდა. ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთში თავდასხმებს“, – აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მომხდარს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა. უკრაინაში რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმაში კიევის მონაწილეობას უარყოფენ.