„როიტერი“ - სუდანის დედაქალაქში საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით პირი [ვიდეო]
სუდანის დედაქალაქში საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ხართუმში განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეოკადრები, სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მშვიდობიანი საპროტესტო აქცია თავდაცვის სამინისტროსთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები 11 აპრილს მომხდარი გადატრიალების შედეგად დაწესებული, დროებითი სამხედრო მმართველობის დასრულებასა და სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლას მოითხოვდნენ. გამთენიისას საპროტესტო აქციის დასარბევად ქუჩაში შეიარაღებული ძალები გამოვიდნენ და მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.