„როიტერი“ - საერთაშორისო დონორები ლიბანს ჰუმანიტარული დახმარების სახით 253 მილიონ ევროს დაჰპირდნენ
საერთაშორისო დონორები ლიბანს ჰუმანიტარული დახმარების სახით 253 მილიონი ევროს გამოყოფას დაჰპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონორთა საერთაშორისო კონფერენცია ბეირუთის პორტში აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად ლიბანის დასახმარებლად გაიმართა. დონორთა კონფერენციის ინიციატორი საფრანგეთი იყო.
ბეირუთის პორტში აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ინციდენტამდე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რამაც საწყობში განთავსებული 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გამოიწვია. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 158 ადამიანი, ექვსი ათასზე მეტი კი დაშავდა.