„როიტერი“ - ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ექვსი ჭურვი ისროლეს, რასაც ისრაელმა საარტილერიო ცეცხლით უპასუხა
ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ექვსი ჭურვი ისროლეს, რასაც ისრაელმა საარტილერიო ცეცხლით უპასუხა,- შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობით, ლიბანიდან გაშვებული ექვსივე ჭურვი ისრაელის სიახლოვეს, ლიბანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
როგორც ლიბანში გაერო-ს დროებით ძალებში აცხადებენ, ისინი დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ კოლეგებს ლიბანის არმიაში, ასევე ისრაელის თავდაცვის ძალებში და მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდეს ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
„ვითარება რაიონში ახლა მშვიდია“, – აცხადებენ გაერო-ს მისიაში.
ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების უკვე მეორე შემთხვევაა.