„როიტერი“ – ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ექვსი ჭურვი ისროლეს, რასაც ისრაელმა საარტილერიო ცეცხლით უპასუხა

07:49, 18.05.2021

ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ექვსი ჭურვი ისროლეს, რასაც ისრაელმა საარტილერიო ცეცხლით უპასუხა,- შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობით, ლიბანიდან გაშვებული ექვსივე ჭურვი ისრაელის სიახლოვეს, ლიბანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

როგორც ლიბანში გაერო-ს დროებით ძალებში აცხადებენ, ისინი დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ კოლეგებს ლიბანის არმიაში, ასევე ისრაელის თავდაცვის ძალებში და მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდეს ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

„ვითარება რაიონში ახლა მშვიდია“, – აცხადებენ გაერო-ს მისიაში.

ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების უკვე მეორე შემთხვევაა.

მსგავსი