„როიტერი“ - კვლევის მიხედვით, სამხრეთ აზიაში ჰაერის დაბინძურების დონის ზრდამ, შესაძლოა, ერთ ადამიანზე სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ ხუთი წლით შეამციროს
სამხრეთ აზიაში ჰაერის დაბინძურების დონის ზრდამ, შესაძლოა, ერთ ადამიანზე სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ ხუთი წლით შეამციროს, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც ჩიკაგოს ენერგეტიკული პოლიტიკის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამხრეთ აზიაში სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ და მოსახლეობის ზრდამ ხელი შეუწყო ჰაერის ხარისხის შემცირებას, სადაც ნაწილაკებით დაბინძურების დონე, საუკუნის დასაწყისთან შედარებით, 50%-ზე მეტია. ჰაერის დაბინძურების ასეთი მაჩვენებელი კი ჯანმრთელობისთვის საშიშია.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბანგლადეშში, მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქვეყანაში, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის ექვსი წლითაა შემცირებული, შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი სამი თვეა. ანგარიშის მიხედვით, საგანგაშო მდგომარეობაა ინდოეთშიც, რომელიც 2013 წლიდან მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების ზრდის დაახლოებით 59%-ზეა პასუხისმგებელი. კვლევაში ნათქვამია, რომ მჭიდროდ დასახლებულ ნიუ დელიში, მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ მეგაქალაქში, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ათ წელზე მეტით მცირდება.