„როიტერი“ - ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გერმანიაში შვიდი აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ
გერმანიის შვიდი აეროპორტის თანამშრომლებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, საპროტესტო აქცია 300 ათასამდე მგზავრს დააზარალებს.
აეროპორტების ასოციაციის ცნობით, ბრემენის, დორტმუნდის, ფრანკფურტის, ჰამბურგის, ჰანოვერის, მიუნხენისა და შტუტგარტის აეროპორტებში 2 340 რეისი გაუქმდა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, გაფიცვის გამო გაუქმდა რეისი, რომლითაც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა ემგზავრა. მაღალჩინოსანი ავსტრიაში ჩავიდა, საიდანაც მიუნხენში მანქანით გაემგზავრება.
აღსანიშნავია, რომ გაფიცვა მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციის გახსნის დღეს იმართება.