ოლაფ შოლცი – მე და დონალდ ტრამპი შევთანხმდით, რომ გვსურს, ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად ვიმუშაოთ

15:26, 11.11.2024
09.05.2023, Frankreich, Straßburg: Bundeskanzler Olaf Scholz (SPD) spricht im EU-Parlament. Scholz will im Europaparlament seine Sicht auf die aktuelle Lage und die Zukunft der EU präsentieren. Foto: Kay Nietfeld/dpa +++ dpa-Bildfunk +++

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ის და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე ევროპაში მშვიდობის დაბრუნების კუთხით.

აღნიშნული განცხადება ოლაფ შოლცმა ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საკუთარ სოციალურ ქსელში გააკეთა.

„მე და პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი შევთანხმდით, რომ გვსურს, ვიმუშაოთ ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად. სატელეფონო საუბრისას მე პირადად მივულოცე მას და აღვნიშნე, რომ გერმანიას სურს, განაგრძოს მისი წარმატებული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – წერს გერმანიის კანცლერი სოციალურ ქსელში.

მსგავსი