„როიტერი“ - კატალონიის ყოფილმა ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა ესპანეთი დატოვა
კატალონიის ყოფილმა ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა ესპანეთი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ პუჩდემონის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, ესპანეთში ძებნილი კატალონიის ყოფილი ლიდერი 8 აგვისტოს ბარსელონაში გამოჩნდა და ათასობით მხარდამჭერს მიმართა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. პოლიციაში განაცხადეს, რომ პუჩდემონის დასაკავებლად ოპერაციას ატარებენ.
პუჩდემონის პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივანის თქმით, კატალონიის ყოფილი ლიდერი ბელგიის ქალაქ ვატერლოოში გაემგზავრა.
კარლეს პუჩდემონს ესპანეთში კატალონიის დამოუკიდებლობის საკთხზე 2017 წელს ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით აქვს წაყენებული ბრალი. ის, წლებია, ბელგიაშია გახიზნული.
ესპანური მედია მის ბარსელონაში დაბრუნებას კატალონიის ახალ ლიდერად სოციალისტი სალვადორ ილიას დანიშვნას უკავშირებს, რომლიც ამ თანამდებობაზე 8 აგვისტოს დანიშნეს. სალვადორ ილია 2010 წლიდან კატალონიის პირველი მეთაურია, რომელიც ესპანეთისგან გამოყოფის წინააღმდეგია.