„როიტერი“ - ჯო ბაიდენი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ივლისში შეხვდებიან
„როიტერი“ - ჯო ბაიდენი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ივლისში შეხვდებიან

ჯო ბაიდენი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ივლისში ვაშინგტონში შეხვდებიან. ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა, სავარაუდოდ, ვაშინგტონში ივლისის ბოლოს გაიმართება, როდესაც ნეთანიაჰუ აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს.

ამასთან, მედიის ცნობით, შეხვედრის დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის კონგრესს სიტყვით 24 ივლისს მიმართავს.