თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას არ განიხილავს

00:06, 04.07.2024

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას არ განიხილავს, – ამის შესახებ თეთრ სახლში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადეს.

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, პრეზიდენტს ესმის, რომ ამ კითხვის დასმა ხალხის მხრიდან სამართლიანია, თუმცა ფიქრობს, რომ ბაიდენი შესანიშნავად გამოიყურება.

რაც შეეხება დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის ტელედებატებს, თეთრი სახლის წარმომადგენლის შეფასებით, ეს არ იყო საუკეთესო დებატები და ამის მიზეზად მან პრეზიდენტის ფრენით გადაღლილობა დაასახელა.

„ეს არ იყო მისი საუკეთესო დებატები. ჩვენ ეს გვესმის და გვესმის ისიც, რაც ამომრჩეველმა, ამერიკელმა ხალხმა და ყველა თქვენგანმა ნახეთ. ამიტომ სურდა პრეზიდენტს განმარტების გაკეთება“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

მსგავსი