„როიტერი“ - ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კაიროში განახლდება
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კაიროში განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუდის არაბეთის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის ვადაზე და ტყვეთა გაცვლის პარამეტრებზე.
როგორც იუწყებიან, შეთანხმების გაფორმების წინაპირობად „ჰამასი“ კვლავაც აყენებს ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან ისრაელის არმიის გაყვანასა და იქ მშვიდობიანი მოქალაქეების დაბრუნებას.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დაწყებამდე გახდება შესაძლებელი.