„როიტერი“ - ღაზაში ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა ისრაელს დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა მიაწოდა
„როიტერი“ - ღაზაში ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა ისრაელს დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა მიაწოდა

„როიტერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ღაზაში ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა ისრაელს დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით, გამანადგურებელი იარაღი და საბრძოლო მასალა მიაწოდა. ეს ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოს ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, „მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები მიწოდების ვადებს არ ასახელებდნენ, საბოლოო მონაცემების მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში იარაღის გაყიდვის შეზღუდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ისრაელისადმი ამერიკის სამხედრო დახმარება არ შემცირებულა“.

„როიტერი“ წერს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. მათივე ცნობით, კომენტარი არც ამერიკაში ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გაკეთებულა.